COVID-19 - ინფორმაცია

დადასტურებული შემთხვევა: 26,503 (დღეს: +1941)
• აქტიური: 16,147
• გამოჯანმრთელებული: 10,163
• გარდაცვლილი: 193
კარანტინში: 4,180
სტაციონარში: 3,571

• რა არის კორონავირუსი?
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2), წარსულში ცნობილი დროებითი სახელით 2019 ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) — დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსი. არის ადამიანებს შორის გადამდები და იწვევს ამჟამად მიმდინარე 2019-2020 წლის კორონავირუსულ პანდემიას, პანდემიურ კორონავირუსულ დაავადება 2019-ს (COVID-19), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. SARS-CoV-2-ს აქვს ახლო გენეტიკური მსგავსება ღამურის კორონავირუსებთან და სათავესაც სავარაუდოდ ამ ცხოველებისგან იღებს. ადამიანებში გავრცელების შუამავალ ცხოველად მიჩნეულია პანგოლინი. ტაქსონომიული გადმოსახედიდან, SARS-CoV-2 კლასიფიცირებულია მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსების (SARSr-CoV) სახეობად. დაავადება SARS-თან აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ვირუსს უწოდებს „COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს“.
• როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი?
ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.
• რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?
სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო. ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომა იგივეა - ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა (დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში). ასევე, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და გახსოვდეთ, რომ თქვენც და თქვენი შვილიც მუდმივად იყოს ვაქცინირებული.
*ინფორმაცია აღებულია სხვადასხვა წყაროდან და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე