img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2020 წლის 21 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.890 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.204 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


დატოვე კომენტარი